Aleksandre Robakidze

* 1913  †︎ 1994

  • მამას ჰქონდა რაღაც შრამები და რომ ვკითხე რატომ ჰქონდა, როცა მივყავდითო ასტრახანიდან მოლოტოვში, მატარებლით მივდიოდითო და მეორე ვაგონში მიდიოდა მამასთან ერთად ქურდები. ქურდებმა იცოდნენ, რომ მამაჩემი მუშაობდა იქ და თავისი სახელოსნო ჰქონდა და იფიქრეს რომ ფული ექნებაო და ღამით დამესხნენ თავსო. მალე ალბათ ვინც იყო, პოლიცია იყო თუ ვინც იყო გამცილებელი, იმათმაც გაიგეს სულყველამ. ასე გადავრჩი სიკვდილსო. ასე ჩავედი მოლოტოვის ოლქი იყო, ნირობის რაიონი და იქაც ისეთივე ის გავაგრძელეო. ამბობდა ახალგაზრდა ბიჭი ყავდა ერთი გაზრდილი, რომელიც სიკვდილს გადაარჩინა. ერთი იყო ზესტაფონიდან გეწაძე, მეორე იყო თბილისიდან ჭითავა შალვა, რომელიც იქ მოხვდა და ისიც გადაარჩინა მამაჩემმა. ეს პატარა ბიჭი (შალვა) სულ ახალგაზრდა პოლიტპატიმარი სამხედროში ყოფილა , 18 წლის დაუპატიმრებიათ და ისიც შეიფარა მამამ. აცხოვრა და შეუნარჩუნა სიცოცხლე. მერე არ ვიცით სად წავიდა , არაფერი. მამა განიცდიდა ამ ამბავს და ვერიდებოდით, ამ კითხვების დასმას.

  • ჯერ პატიმრობას იხდიდა ქალაქ ასტრახანში. შემდეგ იქედან გადაიყვანეს ურალში მოლოტოვის ოლქი იყო ნირობის რაიონი, ასეთი ადგილი ციმბირში. იყო იქ 9 წელი და 3 თვე, ამ ხნის განმავლობაში გარდაიცვალა ჩემი ძმა, გარდაიცვალა ჩემი და, გარდაიცვალა ჩემი მეორე და, დავრჩი მარტო მე. აი როდესაც ჩემი და 47 წელში სიკვდილს ებრძოდა და ძალიან მძიმე ავადმყოფი იყო, მოგვივიდა მოლოცვის დეპეშა. კოლონია სადაც მამაჩემი იმყოფებოდა იმის უფროსი გვილოცავდა , რომ მას მოუხსნეს, გაუნახევრეს თავისი სასჯელი და დარჩა რამოდენიმე წელი

  • შემოვიდა მამაჩემი არც იმან არ მომაქცია მე ყურადღება . ასე დაჯდენ მისაღებ ოთახში და ლაპარაკობდნენ. დეიდაჩემს უთხრა, ბანკის მთავარი ბუღალტერი , ძალიან მაგარი ქალი იყო, კი მაგრამო მეო ოთხი შვილი დაგიტოვე შენო და ერთიც აღარ დამახვედრეო, საყვედურით. - უიმეე, ლუიზა ადექი ადექი, აქაა შენი შვილიო. ავდექი , მაგრამ ხო გეუბნები, ისე ცივად შევხვდი ამ კაცს , რომ შენ უფრო თბილად შეგხდები ყოველთვის ვიდრე მამაჩემს შევხვდი. იმიტომ რომ, რა იყო მამის სიყვარული მე არ ვიცოდი და მამაკაცის არსებობას სახლში ვერ შევეგუე. გადადიოდა მამაჩემი და ტიროდა მეზობლის ოჯახში, რომ ვისთვის ჩამოვედიო ლუიზას არ ვუყვარვარო. როცა მამას დაპატიჟებდნენ სადმე, რათქმაუნდა მეც მივყავდი. მახსოვს ძალიან კარგად, მამა, რომ მიდიოდა ასე, ქუჩის ამ მახარეს , მე მივდიოდი ქუჩის მეორე მხარეს, ვფიქრობდი არავინ დამინახოს, რომ მე მამაჩემის გვერდით მივდივარ. თანაც პატიმარი იყო მამაჩემი და არავინ არ დამინახოს, რომ მე მამაჩემის გვერდით მივდივარ.

  • Celé nahrávky
  • 1

    Tbilisi, Georgia , 30.05.2013

    (audio)
    délka: 15:49
Celé nahrávky jsou k dispozici pouze pro přihlášené uživatele.

„მამა, რომ მიდიოდა ასე, ქუჩის ამ მახარეს , მე მივდიოდი ქუჩის მეორე მხარეს, პატიმარი იყო მამაჩემი და ვფიქრობდი არავინ არ დამინახოს, რომ მე მამაჩემის გვერდით მივდივარ“

Aleksandre Robakidze
Aleksandre Robakidze
zdroj: Provided by Daughter

    ალექსანდრე რობაქიძე დაიბადა სოფელ ღვანკეთში 1913 წელს. 1926 წელს მან დატოვა სოფელი და გადავიდა საცხოვრებლად ქალაქ ზესტაფონში. მან ტყავის დამუშავება და მეწაღეობა შეისწავლა და 18 წლის ასაკში იგი უკვე გახდა ზესტაფონში არსებული ტყავის ქარხნის დირექტორი. ზესტაფონშივე შექმნა ოჯახი და შეეძინა ოთხი შვილი. 1951 წელს როდესაც დაიწყო ომი საბჭოთა კავშირსა და ნაცისტურ გერმანიას შორის, ალექსანდრე რობაქიძე მოხალისედ ჩაეწერა და როგორც ასმეთაური წავიდა ეგრეთ წოდებულ „დიდ სამამულო ომში“. 1952 წელს იგი ჩავარდა ტყვედ, ხოლო 1953 წელს დაუბრუნდა საკუთარ კერას. ამავე წელს იგი გაასამართლეს და მიუსაჯეს 20 წელი პატიმრობა, იმ მიზეზით, რომ ცოცხლად ჩაბარდა გერმანელებს და პატიმრობაში ყოფნის დროს თავი არ მოიკლა. ალექსანდრე თავდაპირველად სასჯელს იხდიდა ქალაქ ასტრახანში, ხოლო შემდგომ ურალში, მოლოტოვის ოლქში. პატიმრობის დროს იგი სისტემატიურად წერდა წერილებს სტალინის სახელზე, იგი მიიჩნევდა, რომ მას უსამართლოდ მოექცნენ და ითხოვდა სასჯელის შემსუბუქებას. ამ ყველაფერმა შედეგი გამოიღო და მას პატიმრობა გაუნახევრეს. 1963 წელს იგი დაუბრუნდა საკუთარ ოჯახს, მაგრამ მას ოთხი შვილიდან სამი დაღუპული დახვდა. ინისი სხვადასხვა ავადმყოფობამ იმსხვერპლა. მეოთხე შვილი, ლუიზა გადასახლებიდან ჩამოსულ ალექსანდრეს მამად ვერ იღებდა, მას რცხვენოდა მის გვერდით სიარულიც კი, რადგან იგი სახელმწიფო დამნაშავედ იყო შერაცხული. გულგატეხილი ალექსანდრე იმედს მაინც არ კარგავდა და დროთა განმავლობაში მან შეძლო უკანასკნელი ქალიშვილის გულის მოგება. იგი წარმატებული იყო თავის საქმეში და მან დანგრეული ოჯახი ხელახლა ააშენა.