Ketevan Loria

* 1926

  • ეს იყო 44 წლის აგვისტოს დასაწყისი. იქ ოდესაში მოვიდა ბრძანება, რომ ჩვენი ბატალიონი უნდა წასულიყო საზღვარგარეთ. გამოგვიყვანეს, გადაგვთვალეს, დაგვაწყვეს და ფეხით რუმინეთში. ოდესიდან რუმინეთამდე არის 400 კილომეტრი. თქვენ წარმოიდინეთ აგვისტოს სიცხე. მივდივართ, ჩვენ წინ გავლილი არის მებრძოლები, ჯარი, ომი, უბედურება, ერთმანეთში არეული სისხლი, მტვერი, სიცხე. მოდის ღვართქაფად ოფლი, წყალი არსად არაა და პირი, რომ გაგვესველებინა, ენას გამოვყოფდით, მარილიანი ოფლი დაეწვეთებოდა ენაზე და... აი ასეთი მგზავრობა გვქონდა.

  • Celé nahrávky
  • 1

    Batumi, 29.06.2013

    (audio)
    délka: 39:56
Celé nahrávky jsou k dispozici pouze pro přihlášené uživatele.

„...რომ ჩავაღწიეთ საჯავახოში, გადმოვყავი ეშალონიდან თავი, მომკიდა უკან ვიღაცამ ხელი და დედაჩემს დავუძახე: დედა, დედა, მივდივარ-მეთქი. რა დღეში ჩავარდა დედაჩემი ვინ იცის, წარმოიდგინეთ

დაიბადა 1926 წელს სამტრედიის რაიონის სოფ. მეორე ნიგორზღვა. მამა არ ახსოვს, ადრე გარდაიცვალა. ყავდა და. შვიდი კლასის დამთავრების შემდეგ სწავლა გააგრძელა ლანჩხუთის პედაგოგიურ სასწავლებელში. 1941 წელს ჩააბარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართულ ფილოლოგიაზე. პირველი კურსიდან გაიწვიეს ომში, სადაც მუშაობდა ტელეფონისტად, ჯერ საქართველოში, მერე უკრაინასა და რუმინეთში. ოდესიდან ფეხით გაიარეს 400 კილომეტრი და ჩავიდნენ რუმინეთში, მიდიოდნენ 1 თვის განმავლობაში.ომის დამთავრება მოუწიარუმინეთში. სწორედ აქ, 1945 წლის 9 მაისის გამთენიისას, მისი მორიგეობის დროს დარეკა ტელეფონმა და მან გაიგონა სტალინის ხმა, რომელმაც პირველმააუწყა მას ომის დამთავრება და გამარჯვება მიულოცა.ომის დამთავრების შემდეგ დაბრუნდა საქართველოში და სწავლა გააგრძელა ბათუმის პედაგოგიურ ინსტიტუტში. 1948 წლიდან მუშაობდა ქართულის მასწავლებლად აჭარის ერთ-ერთ სკოლაში, სადაც იმუშავა 56 წელი, პენსიაზე გასვლამდე.ქეთევან ლორია დაქორწინდა 1965 წელს. ყავს შვილი და შვილიშვილები. 2002 წლიდან ცხოვრობს ვაჟის ოჯახთან ერთად ბათუმში.