Následující text není historickou studií. Jedná se o převyprávění pamětníkových životních osudů na základě jeho vzpomínek zaznamenaných v rozhovoru. Vyprávění zpracovali externí spolupracovníci Paměti národa. V některých případech jsou při zpracování medailonu využity materiály zpřístupněné Archivem bezpečnostních složek (ABS), Státními okresními archivy (SOA), Národním archivem (NA), či jinými institucemi. Užíváme je pouze jako doplněk pamětníkova svědectví. Citované strany svazků jsou uloženy v sekci Dodatečné materiály.

Pokud máte k textu připomínky nebo jej chcete doplnit, kontaktujte prosím šéfredaktora Paměti národa. (michal.smid@ustrcr.cz)

Dali Chitadze დალი ჩიტაძე (* 1934)

„ხალხის მტრის“ ქალიშვილი

Note: English translation follows after the Georgian text

დალი ჩიტაძე დაიბადა 1934 წელს თბილისში, ვასილ ჩიტაძისა და ქსენია სადრაძის ოჯახში. მამამისი, ვასილ ჩიტაძე ქართული მეტალურგიული წარმოების ერთ-ერთი დამფუძნებელი, 1937 წელს სტალინური რეპრესიების მსხვერპლი გახდა. დალი ჩიტაძის ბაბუის, შიო ჩიტაძის, მკვლელობა მე-20 საუკუნის დასაწყისის საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულ საქმედ იქცა.

შიო ჩიტაძე, მისი ოჯახი და ტრაგედია

შიო ჩიტაძე დაიბადა გორში და წარჩინებით დაამთავრა ადგილობრივი გიმნაზია. ჰყავდა უფროსი ძმა, გოლა, და უფროსი და, ნინო. თავდაპირველად უმაღლესი განათლების მისაღებად მოსკოვში გაემგზავრა, სადაც სამედიცინო ფაკულტეტზე სწავლობდა, თუმცა არ მოეწონა და კიევის უნივერსიტეტის ფილოლოგიურ ფაკულტეტზე გადავიდა, სადაც ძალიან აქტიური სტუდენტი იყო. კიევშივე დაქორწინდა უსტინა შერბანზე, რომელიც მაღალი რანგის ჩინოვნიკის შვილი იყო. წყვილს სამი შვილი ეყოლა.

1904 წელს ექვთიმე თაყაიშვილის თხოვნით, შიო თბილისში დაბრუნდა და რუსული ენის სწავლებას შეუდგა. მონაწილეობა მიიღო ქართლი სკოლის რეორგანიზაციის პროექტში, სადაც თავისი პროგრესული შეხედულებები გამოამჟღავნა სასკოლო სწავლებასთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, შიო ჩიტაძე ძალიან ახალგაზრდა, 33 წლის ასაკში ტრაგიკულად დაიღუპა. ამ დროისათვის ის თბილისის მეორე გიმნაზიაში რუსული ენის პედაგოგი და სკოლის ინსპექტორი იყო. 1906 წელს, სკოლის შენობიდან მაღალი ჩინის სამხედრო პირს დაესხნენ თავს, რუს სამართალდამცავებს კი სიმართლის გარკვევა არც უცდიათ, შეცვივდნენ სკოლის შენობაში და უდანაშაულო შიო ჩიტაძე მოკლეს. ტრაგედიიდან მალევე, შიოს მეუღლემ თავი მოიკლა, დაობლებული ბავშვები კი ბიძებმა უკრაინაში წაიყვანეს, თუმცა მოგვიანებით მათზე მზრუნველობა მამიდამ ითავა.

ვასილ ჩიტაძის ბიოგრაფია საფრანგეთიდან ზესტაფონამდე და სტალინისტური რეპრესიები

ილია ჭავჭავაძის თაოსნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ შიო ჩიტაძის დაობლებულ შვილებს ფინანსური დახმარება დაუნიშნა. მოგვიანებით, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ ვასილი უმაღლესი განათლების მისაღებად საფრანგეთში, გრენობლში გაგზავნა. საფრაგნეთში 1931 წლამდე დარჩა, ამ პერიოდში კი იქ მეტალურგიულ ქარხანაში მუშაობდა. ჩვენს ხელთ არსებული ცნობების მიხედვით, მას დემოკრატიული რესპუბლიკის ემიგრაციაში მყოფ  მთავრობასთან კონტაქტი არ ჰქონია. 

საქართველოში დაბრუნების შემდეგ ვასილმა მუშაობა ზესტაფონის მეტალურგიულ ქარხანაში დაიწყო, სადაც მისი გამოგონების წყალობით, შენადნობის ხარისხი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. აქ ის დაქორწინდა ქსენია სადრაძეზე და 1934 წელს ერთადერთი შვილი, დალი, ეყოლა. 1937 წელს ვასილ ჩიტაძე ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს, ამის მიზეზი კომპანია „სიმენსთან“ მისი თანამშრომლობა გახდა. ამ დროისათვის დალი სულ რაღაც 3 წლის იყო და მამა მას შემდეგ აღარ უნახავს. ვასილ ჩიტაძე დაპატიმრებიდან მალევე დახვრიტეს. ბავშვი დედამ გაზარდა.

„ხალხის მტრის“ შვილის ცხოვრება და მცდარი ინფორმაცია მამის შესახებ

უცნაურია, თუმცა დალი ჩიტაძეს გარშემომყოფებისგან არასდროს უგრძნია, რომ „ხალხის მტრის“ შვილი იყო. მეორე მსოფლიო ომის პერიოდის გაჭირვებას თუ არ ჩავთვლით, ბავშვობის წლებს ის პოზიტიურად იხსენებს. მეტიც, მისი თქმით, როცა ადამიანები იგებდნენ, რომ ის შიო ჩიტაძის შვილიშვილი და ვასილ ჩიტაძის შვილი იყო, უკეთ ექცეოდნენ.

1951 წელს ოჯახი კიდევ ერთხელ დადგა საფრთხის წინაშე, როცა გადასახლებების ახალი ტალღა დაიწყო, თუმცა ვასილის ცოლი რეპრესიებს გადაურჩა.

დალი ჩიტაძე თავის მომავალ მეუღლეს თბილისის ტექნიკურ უნივერსიტეტში შეხვდა და წყვილი მალევე დაოჯახდა. მათ სამი შვილი ეყოლათ. 1957 წელს ოჯახმა მიიღო დოკუმენტი, რომლის თანახმადაც ვასილი არ დაუხვრეტიათ და ის სინამდვილეში 1946 წელს ენტეროკოლიტით გარდაიცვალა. ამის შემდეგაც, ოჯახმა არაერთხელ მიიღო ცნობები, თითქოს ვასილი კარელიის ტერიტორიაზე წლების განმავლობაში მუშაობდა და მიმოწერის უფლება არ ჰქონდა. მიუხედავად ამისა, დალი ჩიტაძე დარწმუნებულია, რომ ეს ცნობები მცდარი იყო და მამამისი 1937 წელს მართლაც დახვრიტეს.

1967 წელს მან საზღვარგარეთ, საფრანგეთში, დედის ნათესავების დახმარებით, პირველად იმოგზაურა. გამგზავრებამდე ის და მისი ქმარი კგბ-მ დაიბარა და ბორის პასტერნაკის „ექიმი ჟივაგოს“ სსრკ-ში შემოტანა აუკრძალა.

1958 წლიდან პენსიაზე გასვლამდე დალი „თბილქალაქმშენის“ თერმული ინჟინერიის განყოფილებაში მუშაობდა. მთელი თბილისის გათბობა სწორედ ამ განყოფილების თანამშრომლებმა დააგეგმარეს.

დღესდღეობით დალი ჩიტაძე ოჯახთან ერთად ცხოვრობს.

Dali Chitadze was born in 1934 in Tbilisi, in the family of Vasil Chitadze and Ksenia Sadradze. Her father, Vasil Chitadze, one of the founders of Georgian metallurgical production, became a victim of Stalinist repressions in 1937. The assassination of her grandfather, prominent Georgian teacher and public figure, Shio Chitadze, became one of the most high-profile cases in Georgia at the beginning of the 20th century.

Shio Chitadze[1], his family and tragedy

Shio Chitadze was born in Gori and graduated from Gori Gymnasium with honors. He had an older brother, Gola Chitadze, and an older sister, Nino Chitadze. He initially went to study in Moscow, at the medical faculty, but he did not like it and moved to Kyiv at the philological faculty, where he was a very active student. In Kyiv, he married Ustina Sherban, the daughter of a high-ranking official. The couple had three children.

In 1904, at the request of Ekvtime Takaishvili[2], Shio returned to Tbilisi and started teaching Russian language. Shio participated in the Georgian school reorganization project and had progressive views on school education. Unfortunately, Shio Chitadze died tragically at the age of 33. At that time, he was a Russian teacher and inspector in the second gymnasium. In 1906, an attack was carried out on a high-ranking military official from the school building, and the Russian law enforcement officers did not even try to investigate the case, they entered the building and killed the innocent Shio Chitadze. Shortly after the tragedy, Shio‘s wife committed suicide, the orphaned children were first taken to Ukraine by their uncles, but then their aunt took them and raised them in Georgia.

Vasil Chitadze‘s biography from France to Zestaponi and Stalinist repressions

Thanks to Ilia Chavchavadze[3], the Society for the Spreading of Literacy among Georgians assigned financial assistance to Shio Chitadze‘s orphaned children. Later, the government of the First Democratic Republic of Georgia sent Vasil to Grenoble for higher education. He stayed in France until 1931, after graduating from the university he worked in a metallurgical factory. According to the information available to us, he had no connections with the government of the Democratic Republic of Georgia, who fled to France after the annexation of Georgia.

After returning to Georgia, Vasil Chitadze started working at the Zestaponi metallurgical plant, where the technology of making alloys was improved thanks to his inventions. Here he married Ksenia Sadradze, and in 1934 his only child, Dali Chitadze, was born. In 1937, Vasil Chitadze was arrested and charged with spying for Germany because of his cooperation with Siemens. At that time, Dali Chitadze was only 3 years old, she never saw her father again. Vasil Chitadze was executed shortly after his arrest. The child was raised by the mother.

The life of the daughter of the „enemy of the people“ and false information about her father

It is strange, but Dali Chitadze never felt from those around her that she was the daughter of an „enemy of the people“. Except for the hardships of the Second World War, she remembers her childhood years positively. Moreover, according to her, when people found out that she was Shio Chitadze‘s granddaughter and Vasil Chitadze‘s daughter, they treated her better.

In 1951, the family was once again in danger, when a new wave of exiles began, although Vasil Chitadze‘s wife miraculously survived.

Dali Chitadze met her future husband while studying at Tbilisi Technical University, and soon they got married. The couple had three daughters. In 1957, the family received a document stating that Vasil Chitadze was not executed and actually died in 1946 from enterocolitis. After that, the family received reports from various persons, as if Vasil Chitadze had been working in the territory of Karelia for years and was not allowed to correspond with the family. Nevertheless, nowadays Dali Chitadze is convinced that these reports were false and that her father was really executed in 1937.

In 1967, she traveled abroad for the first time, to France, with the help of her mother‘s relatives. Before the trip, she and her husband were summoned to the KGB and forbidden to import Boris Pasternak‘s novel Doctor Zhivago into the Soviet Union.

From 1958 until her retirement, she worked in the thermal engineering department of „Tbilisi City Project“. The entire central heating supply of Tbilisi was planned and implemented by the employees of this department.

Nowadays, Dali Chitadze lives in retirement with her family.

 

 

[1] Shio Chitadze - Prominent Georgian teacher, publicist and literary critic.

[2] Ekvtime Takaishvili - Georgian historian, archaeologist and politician. He has been canonized by the Georgian Orthodox Church. In 2013, he was posthumously awarded the title and Order of National Hero of Georgia.

[3] Ilia Chavchavadze - Georgian public figure, journalist, publisher, writer and poet. He is often regarded as the „Father of the Georgian Nation“

© Všechna práva vycházejí z práv projektu: Shared Memories - Visegrad and South Caucasus

  • Příbeh pamětníka v rámci projektu Shared Memories - Visegrad and South Caucasus ()