recruit Lamara Chinchaladze

* 1950

  • ყაზახეთი როგორია.... თითქოს ძალიან ცხელი ქვეყანაა, მე მახსოვს ზამთარში ძალიან დიდი თოვლი იდო , ყინვები იყო, არ ვიცი როგორ ვთბებოდით, ვიყინებოდით. მე ათი თვის ვიყავი, როდესაც ფილტვების ანთება დამემართა და პატარა ფიცრულ სასახლეში ჩამაწვინეს, დედას მარლის კაბა შეუკერავს ჩემთვის. უკვე დამიტირეს, ასე ვთქვათ. მერე მეზობელი პატიმარი ექიმი ყოფილა, იმისთვის დაუძახიათ და რომ მოსულა უთქვამს, მოდით ჯერ ნუ დაკრძალავთ, ვაცალოთ, რაც გაქვთ „ძონძები“ დააფარეთო. და მართლაც დამაფარეს ყველაფერი.და რაღაც დროის შემდეგ ოფლის წვეთები წამომსვლია და გადავრჩენილვარ. აი მას შემდეგ, ფილტვები მაქვს ძალიან სუსტი და არ არსებობს, წელიწადში ერთხელ რომ ფილტვების ანთებით არ დავავადდე. ეს იქიდან მომყვება.

  • მე ვარ ლამარა ჩინჩალაძე, დაბადებული ყაზახეთში 1950 წლის იანვრის თვეში. ჩემი ბიოლოგიური მამა,(სიმონ ჩინჩალაძე) დაბადებული ჭიათურის რაიონში სოფელ ტყებლოვანაში 1904 წელს, ახალგაზრდა ჩამოვიდა თბილისში, რომ ჩაებარებინა სახელმწიფო უნივერსიტეტში. ალექსანდროვის ბაღში მან სრულიად შემთხვევით დაინახა ქართველი ახალგაზრდების სია, რომელებიც დაეხვრიტათ იმ დროისთვის და მათ შორის ამოიკითხა ლევან რაზიკაშვილი ( ქართველი მწერლის ვაჟა–ფშაველას შვილი) და საკუთარ თავთან ფიცი დადო, რომ მთელი ცხოვრება იბრძოლებდა ბოლშევიკების წინააღმდეგ და საქართველოს დამოუკიდებლობისათვის, და ფაქტობრივად თავისი ცხოვრება ამ იდეას შეწირა. ის გახდა სოციალ–დემოკრატიული პარტიის წევრი და აქტიურად ჩაერთო საქმეში.

  • რუსეთში), დედა ოჯახიდან რომ წამოვიდა ( მარიამი ერქვა) მისმა დედამ უთხრა, არ გაყვე პატიმარს, ჩვენ გიკრძალავთო, შენ თუ ოჯახიდან გადახვალ, ჩვენ შენ არასოდეს დაგეხმარებითო და შვილების სიიდან ამოგიღებთო. და მართლაც ესე მოxდა, მაგრამ ვინაიდან ისინი ძალიან კარგად ცხოვრობდნენ დედას ჰქონია ძალიან გრძელი, მსხვილი, ოქროს ძეწკვი (ჩემი დისგან ვიცი, იატაკამდე წვდებოდა) შიმშილობის pერიოდში ამ ძეწკვს ანაწილებდა და თითოეულ ნაწილს 3–4 კარტოფილზე მეზობლებს უცვლიდა, რომ შვილები არ დახოცილიყვნენ. მე 1950 wels დავიბადე, ჩემი და 1953ში. უკვე 6 შვილი დავრჩით და ჩემი ძმა, რომელიც ჩემზე 20 წლით უფროსი იყო (მერე იქ დაოჯახდა), ცალკე ცხოვრობდა. და ესე გაჭირვებით ვცხოვრობდით. დედაჩემს ჩუმად მისი დები ეხმარებოდნენ და ამანათებს ვიღებდით ხოლმე და ეს იყო ერთადერთი სიხარული ჩვენს ოჯახში.

  • Celé nahrávky
  • 1

    Tbilisi, 04.06.2013

    (audio)
    délka: 21:01
Celé nahrávky jsou k dispozici pouze pro přihlášené uživatele.

გადასახლებაში დაბადებული

ლამარა მოსწავლე.JPG (historic)
recruit Lamara Chinchaladze
zdroj: Provided by herself

გადასახლებაში დაბადებული რეპრესირებული ლამარა ჩინჩალაძე გვიამბობს თავის ბიოგრაფიას. ჩანაწერში თავდაპირველად საუბრობს მამამისზე, სიმონ ჩინჩალაძეზე, რომელიც მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში ებრძოდა საბჭოთა რეჟიმს, ბევრჯერ გადაურჩა დახვრეტას; ზოგჯერ შემთხვევის წყალობით, ზოგჯერაც ცოდნითა და ნიჭის. ჯამში 32 წელი პატიმრობაში გაატარა და მრავალი თავგადასავალი გადახდა; სწორედ ის იყო ჯესკასგანის აჯანყების ერთ-ერთი ორგანიზატორი. გადასახლებაში მან გაიცნო მარია ტრუბოვა, ასევე შავსიელი, შთამომავალი ერთ-ერთი დეკაბრისტის სერგეი ტრუბეცკოისა. იმის მერე რაც მარია ქართველ პატიმარზე გათხოვდა, ოჯახმა იგი აღარ მიიღო და სიმონს გადასახლებაში გაყვა საცხოვრებლად. იქ მას 8 შვილი შეეძინა. ერთი ბიჭი მოტაცეს, რადგან ფიქრობდნენ რომ გაჭირვებული ოჯახი მას ვერ გაზრდიდა, ერთიც კი შიმშილით მოუკვდათ. გადასახლებულების ოჯახში დაიბადა მთხრობელი. იგი გვიამბობს ყაზახეთში გაჭირვებაში ცხოვრების შესახებ. ასევე გვიყვება თუ როგორ ჩამოიყვანა თავისმა უფროსმა დამ იგი საქართველოში და ამის მერე როგორ იშვილა ბიძამ. საბჭოთა კავშირის დროს ლამარა მალავდა თავის წარმოშობას და გააჩნდა გაუცნობიერებელი შიში თავისი მამის მიმართ. რადგან იგი ხმამაღლა აკრიტიკებდა საბჭოთა მთავრობას, მაგრამ მოგვიანებით პარტკომის უფრსის სიტყვებმა მამამისის თაობაზე აზრი შეაცვლევინა. რეპრესირებული გვიყვება რომ, მამა მოგვიანებით ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის აქციებზე სიარულის შემდეგ დააფასა და მიხვდა მისი ბრძოლის აზრს. ლამარა  ჩანაწერის ბოლოს იხსენებს ყაზახეთს, მის დაბადებისა და გაზრდის ადგილს და მიუხედავად იქაური გაუსაძლისი პირობებისა, მაინც ენატრება და ფიქრობს იმ ადგილზე.