„მე ხანდახან ვეთანხმები ხოლმე პუტინი რასაც ლაპარაკობს, მაგრამ სტალინს საშინლად ეპყრობიან. სტალინზე ყველამ ვიცოდით, რომ ის ხალხის მტერი იყო და ხვრეტდა ადამიანებს - ეს ყველაფერი აბსოლუტურად სხვანაირად არის. [გადასახლებისას] ყველამ თქვა, რომ დავსხდეთ სანამ მივდივართ და სტალინის სახელზე დავწეროთ განცხადებებიო. მთელი ეს ვაგონები ისხდნენ და წერდნენ წერილებს, სადაც ვჩერდებოდით, ფოსტა სადაც იყო, მატანდა მამაჩემი წერილებს და ვაგზავნიდი, მაგრამ სტალინს ხრუშჩოვი და ბერია ჰყავდა გვერდში. მე ბერიას თბილისის დიდ მოამაგედ ვთვლი, მაგრამ მერე სტალინის მტერი გახდა. ყველაზე დიდი მტერი ხრუშჩოვი იყო. ითვლება, რომ ჩვენ სტალინმა გაგვასახლა, მაგრამ მე ასე არ ვთვლი. მას შეუტანეს სიები და საბოლოოდ იმ სიებში სამჯერ თუ ოთხჯერ მეტი აღმოვჩნდით იმიტომ, რომ ვისაც ვინმეს ბოღმა ჰქონდა, ყველა გადასახლებაში გაუშვა“.
„დილით დეიდა მარომ გამაღვიძა, სკოლაში გაგვიანდებაო. დავაკარი ამანათები ველოსიპედზე. ამ გრძელ ბარაკში რომ მივდიოდი, გავიგე წივილ-კივილი, გვეგონა ვინმე ახლობელი მოკვდა. მივედი და აღოვაჩინე, რომ ტალინი მოკვდა. საოცრად შევცბით, რადგან მიუხედავად ყველაფრისა, სკოლაში ყველანი სტალინისტები იყვნენ და ყაზახებს ეგონათ, რომ მათზე უკეთ არავინ ცხოვრობდა. ის იყო მათი სამყარო და იქ მოვხვდით ჩვენც. ქართველები ძალიან უყვარდათ, ბერძნებიც და ბელორუსებიც იყვნენ, მაგრამ ჩვენზე გიჟდებოდნენ. გამოვიქეცი ველოსიპედით, რომ ჩემებისთვის მეთქვა, მაგრამ იმათ არაფერი იცოდნენ, ჯერ კიდევ ეძინათ. სკოლაში კი ერთი უბედურება იყო: გაკვეთილები არ ჩატარდა, გაიმართა მიტინგი და აი ასე გამოვიტირეთ სტალინი. [მამაჩემს] ხმა არ ამოუღია. იცოდა, რომ მისთვის არ შეიძლებოდა ამაზე ლაპარაკი. მე მისი მსჯელობა სტალინზე არ გამიგია.“
„მე აღწერილი მაქვს, როგორ ვცხოვრობდით პულმანის უზარმაზარ ვაგონში. ორნაირი ვაგონები იყო: ერთში ვიყავით 60 კაცი და მეორე, უფრო მომცრო ვაგონებში, 40 ადამიანი იყო. ტუალეტიც არ იყო. აქედან 25 თუ 26 დეკემბერს გავედით და ახალი წელი მოდიოდა. ჩვენთან ერთად იყო სესილია თაყაიშვილის ძმის, საშას ოჯახიც, რომელიც საფრანგეთში იყო გაქცეული და იქიდან სესილიამ ჩამოიყვანა, როცა მოუწოდეს გაქცეულებს, რომ ჩამოსულიყვნენ, რადგან მათ არავინ ერჩოდა, თუმცა ყველანი შეკრიბეს და ჩვენთან ერთად გამოუშვეს. იმ ხალხიდან ახლა ძალიან ცოტანი ვართ ცოცხლები, საშას შვილი ერთ-ერთია. მაშინ საშას შვილი ძალიან პატარა იყო და ხელით დაგვყავდა. ახალი წელი მოდიოდა, კაცები საქეიფოდ უნდა დამსხდარიყვნენ, მაგრამ ტუალეტი არ იყო და რამე უნდა გვექნა. ხელის ხლება ვაგონისთვის აკრძალული იყო, მაგრამ ყველამ მოიმარჯვა ჩაქუჩები, ხელსაწყოები, ჩვენც მივიღეთ მონაწილეობა და სქელი 10-15 სანტიმეტრიანი იატაკი ამოჭრეს, შემდეგ ფარდა მიაფარეს. ჯერ ეს იყო დიდი სიხარული და შემდეგ ახალი წელი, ამის შემდეგ ვიქეიფეთ. ამის შემდეგ 14 დღე მივდიოდით“
ეს ტუალეტი არ არის 40 კაცი ვართ .რა ვქნათ ახლა ? შეიკრიბა ვაგონის საბჭო ჩვენც იქ ვართ. რა ვქნათ და რა ვქნათ და იატაკი უნდა გავჭრათ პულმანის ვაგონის. ზოგს აღმოაჩნდა ეს საჭრისი და ჩაქუჩი. თითოეულ ვაგონს თავში და ბოლოში დაცვა ჰყავს, ხიშტიანი რუსები დგანან, და სვლის დროს გავჭრათო სხვა გამოსავალი არ არისო. შემოღობეს შუა ცენტრალურ ნაწილში ჩვენ აქეთ იქითა ვართ. სხვა ვაგონებმა არ ვიცი ალბათ იგივე გზას მიმართეს, მახსოვს რომ ვჭრიდით, ჩვენ ახალგაზრდები ვჭრიდით. და კარგი სქელი ერთი 30-40 სანტიმეტრიანი საბარგო ვაგონს წარმოიდგინეთ რამდენი ტონა მიაქვს და ბოლოს და მახსოვს რომ გავჭერით ბოლოს როგორი ზეიმი, როგორი ზეიმი იყო , რომ წარმოიდგინეთ ხალხს დაავაწიყდა სად მივდივართ, რატომ მივდივართ. იმიტომ რომ საშინელება იყომ გავჩერდებოდით სადღაც, შუა სადგურში არ ვჩერდებოდით, სად მივდიოდით აზრზე არ ვარ, მაგრამ რომ გავჭერით ეს პრობლემა მოწესრიგდა. იქ ხალხს ზოგს ღვინო აღმაოჩნდა, ზოგს არაყო და ეს ამბავი აღნიშნეს.
მოაღწია 51 წელმა, მერე გახდა ეს მიჯნა ჩვენს ცხოვრებაშ თორემ მივდიოდით ასე. ბებიაჩემს და მე ცალკე ოთახში გვეძინა. შემოდის დედაჩემი და მაღვიძბეს ადექიო შვილო მამაშენი მიყავთო. ჩავიცვით ეს ბებიაჩემიც მოხუცი ქალი იყო და ისტერიკაში ჩავარდა მამაჩემი მიყავთ, შემოვიდა რუსი კგბ წარმომადგენელი იყო არ გავდა აქაურს და ახლდა რამოდენიმე ორი თბილისიელი ძალიან ისეთი კულტურული კაცი იყო ეს კაცი, მორიდებით და მოწიწებით გვეპყრობოდა. და სხვებთან რომ მივიდნენ იქ იყვნენ კაზაკები. ფაფახიანი კაზაკები და სულ ფეხი გაუყარეს ჩვენ კიდევ კაი ღვთისნეირი რაღაც შეგვხვდა მეც იქვე ვარ და გვიცხადებს ნო ალექსანდრე მიხაილოვიც ვი პოდლეჯიტე ვისელენიუ ს სემიოი, აი ბებიაჩემს ძლივს ვაწყნარებ კივის წივის ხოდა დედაჩემი იმ წუთას მოერგო რომ ერთად ვიქნებით და ამან იმოქმედა როგორც ჩანს ძლიერი პიროვნება იყო. დაიოტსა დვა ჩასა პერვოე ნუჟნოე ჩტობი ვზიატ რა შეგვეძლო ,ხოდა დედაჩემმა დაიწყო იმ წუთში ჩალაგება მაშინ იყო დიდი ტაშტები რომელშიც ბანაოდნენ ხალიცები გვქონდა და მე ბებიაჩემს ვაწყნარებ.
რა ხდება ვინ გვასახლებს ? ვინ გვასახლებს? სტალინმა არ იცის ეს ნამდვილად. ეს არის ბერია. მთელი ხალხი ასე ფიქრობს, ბერია და მაშინ კგბ უფროსი არის რუხაძე და მისი მოადგილე გოგლიძე, სახელები აღარ მახსოვს. ამ ლაპარაკში ვართ. ამ დროს მთელი ეს მაღლობები ხალხით გაივსო უკვე გაიგო მთელმა თბილისმა რომ მიყავთ არის კივილი-წივილი, გადალაპარაკება ძახილიახლოს არავის უშვებენ, არაფრის გადაწოდება არ შეიძლება, აქედან იქიდან, ,, ხოდა მოკლედ გუგუნია რა, ჯარი დგას გარეთ. ახლა არც მახსოვს რა მთებია ნავთლუხის ბაზარში, მაგრამ მახსოვს მთელი ეს ფერდობები შეფენილი ხალხით
ბარამ ბარამიძე დაიბადა 1936 წლის 29 ოქტომბერს თბილისში. საბჭოთა ხელისუფლებამ მამამისს მეორე მსოფლიო ომში ტყვედ ჩავარდნა არ აპატია და საკუთარ ქვეყანაში პატიმრად აქცია. თავდაპირველად, ბარამ ბარამიძის მამა სასჯელს კემის ავტონომიურ რესპუბლიკაში იხდიდა, თუმცა შემდეგ, ავადმყოფობის გამო, საქართველოში გადმოიყვანეს. ოჯახს ეგონა, რომ რთული დრო დასრულდა, თუმცა 1951 წელს ყველა მათგანი ყაზახეთში გადაასახლეს. სანამ საბოლოო დანიშნულების წერტილს მიაღწევდა, ოჯახმა 14 დღე სატვირთო ვაგონებში, ასობით სხვა გადასახლებულთან ერთად გაატარა.
დაბრუნებიდან მალევე, ბარამმა სამუსიკო სკოლაში სწავლა გააგრძელა. 1957 წელს ის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში ჩაირიცხა, სადაც 1961 წლამდე სწავლობდა და მრავალი მეგობარიც გაიჩინა. ამის შემდეგ, ის სამუსიკო სკოლის დირექტორად დაინიშნა (1971-1977), სადაც წარმატებული მოღვაწეობის შემდეგ ქორეოგრაფიული სკოლის დირექტორად გადაიყვანეს (1977-1991). 1991-1993 წლებში ის თბილისის საკონცერტო დარბაზის დირექტორი გახდა. სამხედრო გადატრიალების გამო ამ პერიოდში ქვეყანაში მძიმე სიტუაცია, ეკონომიკური კრიზისი იყო. ამის მიუხედავად, ბარამმა საკონცერტო დარბაზს სიცოცხლე დაუბრუნა.
დღესდღეობით ბარამ ბარამიძე მემუარების წერითაა დაკავებული. ის წლების განმავლობაში თანამშრომლობდა სხვა რეპრესირებულებთან და საზოგადოება „მემორიალთან“. საინტერესოა, რომ, მიუხედავად მძიმე წარსულისა, ის სტალინის ფიგურას დადებითად აღიქვამს.
ბარამ ბარამიძე 1936 წელს დაიბადა ქალაქ თბილისში. ბაბუამისი მიხაკო ბარამიძე მოხელე კონდიტერი, მამამისი აგრონომ ზოოტექნიკოსი, ხოლო დედა მასწავლებელი იყო. მამამისი ომის პირველივე დღეებში წავიდა ფრონტზე და ქერჩში იბრძოდა, სადაც დაიჭრა და ტყვედ ჩავარდა. ოჯახმა არაფერი იცოდა მის შეახებ რამდენიმე წელი. რეალურად მამა 11 წლისამ ნახა. ტყვეობიდან დახსნილი კი კომის ავტონომიურ ოლქში იხდიდა სარჩელს. თბილისში დაბრუნებული ყოველ ხუთშაბათს მიდიოდა კომენდატურაში და არავინ უწყოდა დაბრუნდებოდა თუ არა.
1951 წელს მთელი ოჯახი გაასახლეს ცენტრალურ აზიაში, კერძოდ ყაზახეთში ქ. ჩიმკენტის ოლქის ყიზილ-ყუმის რაიონში, სოფელ ჩარდარაში. ოჯახი რამდენიმე დღე სატვირთო ვაგონებით მიჰყავდათ დანიშნულების ადგილამდე. ჩასულებს კი უმძიმეს პირობებში უწევდათ ცხოვრება და თავის გატანა.
საქართველოში დაბრუნების შემდეგ მან დაამთავრა თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახ. კონსერვატორია. იყო საქართველოს განათლების მინისტრის თანაშემწე, # 1 სამუსიკო სკოლის დირექტორი, თბილისის სახელმწიფო ქორეოგრაფიული სასწავლებლის დირექტორი, საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის დირექტორი , თბილისის სახ. ქორეოგრაფიული სასწავლებლის დირექტორი
Hrdinové 20. století odcházejí. Nesmíme zapomenout. Dokumentujeme a vyprávíme jejich příběhy. Záleží vám na odkazu minulých generací, na občanských postojích, demokracii a vzdělávání? Pomozte nám!